,,სოფლის მხარდაჭერის’’ პროგრამის ფარგლებში სოფლის მოსახლეობა კრებებზე ერთობლივად თანხმდება სოფლის საჭიროებებზე და ამ პროგრამის დახმარებით ხდება სამუშაოების შესყიდვა.
,,სოფლის მხარდაჭერის’’ პროგრამით ყველაზე ხშირად ფინანსდება შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა-გასწორება, შიდა განათება, წყლის სისტემები, ხიდ-ბოგირები და ა. შ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში 60 პროექტი დაფინანსდა. აქედან 17 პროექტი უკვე დასრულდა.
,,სოფლის მხარდაჭერის’’ პროგრამის ფარგლებში წელს 60 სოფლისთვის 604 ათასი ლარია გამოყოფილი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა 2019 წლიდან განახლდა.