,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” რცხმელურის თემში
ლენტეხის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჟახუნდრის თემში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, ჟახუნდრის თემში გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
სოფ. ლემზაგორი – წყლის სათავე ნაგებობების ტეაბილიტაცია
სოფ. ხერია – ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია
სოფ. ლამფალაში- სამეურნეო დანიშნულების გზის რეაბილიტაცია
სოფ. სასაში-სამეურნეო დანიშნულების გზის რეაბილიტაცია
სოფ. ლეკოსანდი – სამეურნეო დანიშნულების გზის რეაბილიტაცია
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ამ პროგრამის ფარგლებში, წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 604 000 ლარს. ყველა დასახელებულ პროექტს კი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია წლის ბოლომდე განახორციელებს.