ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
2022 წლის ,,სოფლის მხარდაჭერის’’ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტის 60 სოფლისთვის გამოყოფილი იყო 604 000 ლარი.
პრიორიტეტული პროექტების გამოვლენის მიზნით, სოფლის კრებები და კონსულტაციები მარტის ბოლოს დასრულდა.
მოსახლეობის მიერ არჩეულ განსახორციელებელ პროექტებს შორისაა: სასმელი წყლის რეზერვუარისა და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია; სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა; გარე განათების მოწყობა; მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია; შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია; გზის სამაგრი ბეტონის კედლის მოწყობა; ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა; სკვერის მოყობა; ხიდ-ბოგირის მოწყობა და სხვა.
,,სოფლის მხარდეაჭერის’’ პროგრამის ფარგლებში სოფელ მაცხვარლამეზურში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის მოწყობა ბეტონის საფარით. მიმდინარე სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ლევანი ლიპარტელიანთან ერთად დაათვალიერა. პროგრამის ფარგლებში სოფელ მაცხვარლამეზურისთვის გამოყოფლი იყო 10 000 ლარი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროგრამა 2019 წლიდან აღდგა.