სოფელ წანაშში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრისკენ მიმავალი ბილიკის მოწყობის სამუშაოები
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ წანაშში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრისკენ მიმავალი ბილიკის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს შ.პ.ს ,,ელიტ ბილდერს გრუპი“ ასრულებს, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 53 562,94 ლარს შეადგენს.
სამუშაოები მონიტორინგის მიზნით ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ-ზვიად ლობჟანიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.