სოფელ ყვედრეშის გზის დამცავი ჯებირი

✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია ინფრასტრუქტურლ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.
📍რცხმელურის თემის სოფელ ყვედრეშში ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
📍პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ლოკაციაზე, საავტომობილო გზის გასწვრივ ბეტონის საყრდენი კედლები ეწყობა.
📍სამუშაოები რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს ,,ელიტ ბილდერს გრუპი’’ ახორციელებს, 62, 200 ლარის ღირებულებისაა.
📍მიმდინარე სამუშაოები, მონიტორინგის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძემ და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გულბანმა მოინახულეს.
📍აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, გზის საფუძველი გამაგრდება და ადგილობრივ მოსახლებას უსაფრთხო გადაადგილების პირობები შეექმნებათ.