ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
სოფელ ჟახუნდერში, ლეღვანის უბანში ბეტონის საფარიანი გზა და საყრდენი კედელი ეწყობა.
მიმდინარე სამუშაოები, მონიტორინგის მიზნით ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გულბანმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა მაიზერ ლიპარტელიანმა მოინახულეს.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და შ.პ.ს ,,გამა+’’ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 156,995 ლარია.