ლენტეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება.
სოფელ გულიდაში ეწყობა ბეტონის საფარიანი გზა და საგზაო ზღუდარები.
ამჟამად, მიმდინარეობს გზის მოხრეშვა-დატკეპნის სამუშაოები.
მიმდინარე პროექტი მონიტორინგის მიზნით, მოინახულა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, მოადგილე ზვიად ლობჟანიძესთან და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი გულბანთან ერთად.
სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს ,,მეკა’’ თანხით 207,973 ლარი, რომელიც რეგიონული ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის დასრულების შემდეგ გულიდის მოსახლეობა მიიღებს უსაფრთხო და კომფორტულ საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ყოველდღიურ გადაადგილებას და ცხოვრების ხარისხს.