ჩიხარეშის თემში ტრადიციული სახალხო დღესასწაული ,,ლაშხეთობა’’ ჩატარდა.
დილიდან სოფელ ჩიხარეშის მაცხოვრის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა. წირვის შემდეგ კი, სპორტული ღონისძიებები, სპორტის ორ სახეობაში-დოღში და ფრენბურთში გაიმართა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებითა და თასებით.
დოღში პირველ ადგილი-3თორნიკე ცხომარია;
მეორე ადგილი-გიორგი გაბიანი;
მესამე ადგილი- თემური დაშნიანი.
ფრენბურთში პირველი ადგილი მოიპოვა ლეკოსანდის გუნდმა;
მეორე ადგილი-ლემზაგორი;
მესამე ადგილი-ლენტეხი.
ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მედიკო ხვისტანი, ადგილობრივი მოსახლეობა და ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.
აღნიშნული ღონისძიება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლაშხეთის თემის მოსახლეობის ჩართულობით და მხარდაჭერით გაიმართა.