ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

საშობაო ღონისძიება

ლენტეხში საახალწლო ღონისძიება ფოიერვერკითა და გალა კონცერტით დასრულდა.
ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, მაყურებლის წინაშე დუეტი ,,ჯორჯია’’ წარსდგა.
ლენტეხში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა. საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა საჩუქრებითა და ტკბილეულით მასპინძლობდა.
საღამოს გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრიმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა: ,,ლილემ’’ და ,,ლაგუშედამ’’, ქორეოგრაფიულმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.
ლენტეხელებს შობა-ახალი წელი მიულოცა გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი მაქარაშვილმა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა.
გია ონიანმა საპატიო ლენტეხლები დააჯილდოვა: მეცენატი და ქველმოქმედი გოგი ლიპარტელიანი, დამსახურებული პედაგოგი ციალა ტვილდიანი, მეეზოვე მარიამ ლიპარტელიანი, ანსამბლ ,,მიჟენარის’’ დამფუძნებელი და უხუცესი ხელმძღვანელი ჯუმბერ მუკბანიანი და ჩვენი სპორტსმენები გიორგი ჩანქსელიანი, ზუკა გალობერი, ბაჩო მუკბანიანი და პარამკლავჭიდელი თენგიზ გაზდელიანი.
ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ რეგულაციები.