ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

სასმელი წლის რეაბილიტაცია

ლენტეხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ლიპარტელიანმა ხელედის თემში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
სოფელ ბავარსა და ლექართაში წყალსადენის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბეტონის წყალშემკრები რეზერვუარი და ცენტრალური მაგისტრალის მილების გაყვანა.
სამუშაოები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, რომლის სახელშეკრულებლო ღირებულებაა 97,499 ლარი. შემსრულებელია კონტრაქტორი ფირმა შპს ,,ვიქტორია+’’.
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 2 ნოემბერს დასრულდება.
აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ კი 22 ოჯახი შეუფერხებლად ისარგებლებს სასმელი წყლით.