სამედიცინო აქცია
ლენტეხის მუნიციპალიტეტში საჩხერის სამედიცინო ცენტრის ორგანიზებით სამედიცინო აქცია მიმდინარეობს.
სამედიცინო აქცია , რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.
მოწვეული ექიმები – აუდიოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი, პაციენტებს სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევებს უტარებენ, რომელიც მოიცავს უფასო კონსულტაციებსა და საჭირო რადიოლოგიურ კვლევებს.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობის პროცესს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.