ონფრასტრუქტურული პროექტები

✅დასასრულს უახლოვდება სოფელ ხელედიდან სკალდის მიმართულებით ძველი საავტომობილო (სამეურნეო) დანიშნულების გზის აღდგენა-რეაბილიტაციის და სოფელ ხელედში, ადგილ ძუღვარეშის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
????სკალდის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურისტული თვალსაზრისით, ასევე, იმ მომლოცველებისთვის, რომლებიც ყოველწლიურად სვანურ ტრადიციულ დღესასწაულზე ,,სკალდობაზე“ სტუმრობენ მონასტერს.
????პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს ,,ელიტ ბაილდერს გრუპი’’ ასრულებს, რომლის ღირებულება 301, 718 ლარს შეადგენს.
✅ძუღვარეშის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ,,ავტოგზა ლენტეხი 99’’, რომლის სახელშკრულებლო ღირებულება 64, 921 ლარია.
✅ორივე სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
✅მიმდინარე სამუშაოები, მონიტორინგის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა, მერის მოადგილე ზვიადი ლობჟანიძემ მოინახულეს.
✔უძველეს ძეგლებამდე და ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზების მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა.