მერის შეხვედრა სამსახურის უფროსებთან
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი საკუთარი უფლება-მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა.
გია ონიანი თანამშრომლებს შეხვდა და გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრისას ბატონმა გიამ ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე. -,,ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს. ბოლო პერიოდში უამრავი პროექტი განხორციელდა და ვეცდები კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს. ყველა პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარებას ისახავს მიზნად შეუფერხებლად გაგრძელდება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ნდობისათვის და მომავალი თანამშრომლობისათვის’’.