ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

მასტერკლასი ძიუდოში

ლენტეხის ა (ა) ი.პ სასპორტო სკოლების გაერთიანებაში მოვარჯიშე ძიუდოისტებს, მასტერკლასი 2013 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა, ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა ჩაუტარა და მათ სხვადასხვა ილეთების შესრულების ტექნიკა უჩვენა.
,,თეორიული და პრაქტიკული სემინარები, ჩვენი აღსაზრდელებისთვის დიდი სკოლა იქნება და ამისთვის მადლობა ავთანდილ ჭრიკიშვილს“,- თქვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა, რომელიც მასტერკლასის ჩატარებას პირადად დაესწრო.
წარმატებებს ვუსურვებთ ძიუდოისტებს და მსგავსი სემინარები სამომავლოდ ისევ გაგრძელდება.