,,ლექსი კედელზე”

🌟პროექტ ‘’ლექსი კედელზე” ფარგლებში, რომელმაც სტარტი ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან აიღო, ირმა ქურასბედიანის ლექსით საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ლექსი მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადებიდან 90-ე და აღსაყდრებიდან 45-ე წლის იუბილეს.
🌟ღონისძიებას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და მოწვეული სტუმრები.
🌟ღონისძიება მუსიკალურად გაალამაზა კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლმა ,,ლაგუშედამ’’, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, ასევე, რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები.
🌟ამიერიდან, ლენტეხის კულტურის სახლის გარე სივრცეს (კედელს) ირმა ქურასბედიანის ლექსი დაამშვენებს.
🌟პროექტის ,,ლექსი კედელზე’’ ავტორია შალვა კამლაძე.