ლესემა-წანაშის ინფრასტრუქურული პროექტი

✅ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტს შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება წარმოადგენს.
✅ სწორედ ამ მიზნით, სოფელ წანაში, მიმდინარეობს ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა-რეაბილიტაცია და იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისკენ მისასვლელი ბილიკების მოწყობითი სამუშაოები, რომელსაც შპს.“ელიტ ბილდერს გრუპი“ ასრულებს. სახელშეკრულებო ღირებულება კი 132,858 ლარს შეადგენს.
✅ ასევე, სოფელ ლესემაში, მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს ნაპირსამაგრი ჯებირების მოწყობა მდინარე ხელედურაზე. რომელსაც შ.პ.ს “ბაბილო კომპანი“, უზრუნველყოფს სამუშაოების განხორციელებას თანხით 140,179 ლარი.
✅ მონიტორინგის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დაათვალიერეს.
✅ სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.