ლენტეხის მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები.
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით პირველი დღეს, სოფელ ნანარში იმყოფებოდნენ და შიდა სასოფლო გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.
მიმდინარე საგზაო სამუშაოებს შპს ,,ხვამლი“ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 301 439 ლარს შეადგენს.