რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზვიად ლობჟანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გაზდელიანმა და თავმჯდომარის მოადგილემ დავით პირველმა რცხმელურისა და ხოფურის თემებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს.
მონიტორინგის ფარგლებში შეაფასეს უკვე დასრულებული და მიმდინარე საგზაო სამუშაოები.
კერძოდ, სოფელ რცხმელურში დასრულდა ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა, სოფელ ყვედრეშში აქტიურად მიმდინარეობს გზის მოხრეშვის პროცესი, ხოლო სოფელ ხოფურში ხორციელდება ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა-რეაბილიტაცია.
პროექტები ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და მათ ასრულებს კომპანია შპს „ბ.ნ.მ. ჯგუფი“.
პროექტის დასრულების შედეგად,
სოფლის მოსახლეობა მიიღებს უსაფრთხო და კომფორტულ საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გადაადგილების პირობებს, ისე ადგილობრივების ცხოვრების ხარისხს.