რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი სოფელ ხელედში, ძუღვარეშის უბანში იმყოფებოდნენ და მოსახლეობის საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა შიდა სასოფლო გზისა და გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაციის აუცილებლობა.
ამ ეტაპზე გამოცხადებულია ძუღვარეშის უბანში გადასასვლელი ხიდის პროექტირება.
Ბოლო ერთი წლის მანძილზე სოფელ ხელედში 329,194 ათასი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა: ჭალების მიმართულებით შიდა სასოფლო გზის ბეტონის საფარით მოწყობა; ადგილ ისუნდერში მდ. Ხელედურას კალაპოტის გაწმენდა და გაბიონის დეზების მოწობა; ძუღვარეშის უბანში საავტომობილო გზის მოწყობის პირველი ეტაპი; წყლის სისტეების მოწყობა.
Სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფელ ხელედში მოეწყო მოსასვენებელი სკვერი და სკალდის მთის მიმართულებით სამეურნეო გზა.
,,თითოეული მოქალაქის საჭიროება მნიშვნელოვანია, ვცდილობთ გავითვალისწინოთ მათ მიერ დაყენებული საკითხები და შესაძლებლობის ფარგლებში მოვაგვაროთ ისინი’’-აღნიშნა გია ონიანმა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი და უკვე მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და ამ ეტაპზე რვავე თემში აქტიურად მიმდინარეობს.