იაპონიის ელჩი ლენტეხში

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი იაპონიის ელჩს შეხვდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, დღეს იაპონიის ელჩთან, იმამურა აკირასთან ერთად კურორტი მუაში დაათვალიერა.
შეხვედრაზე, ხაზი გაესვა ლენტეხში სამთო-სათხილამურო კურორტებისა და სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივებს.ისაუბრეს საწავლო-გაცვლით პროგრამების აუცილებლობაზე.
ტურიზმის ხელშეწყობისა და მისი შესწავლის მიზნით, უახლოეს პერიოდში იაპონიიდან ლენტეხს ესტუმრება სამუშაო ჯგუფი,რომელიც შეისწავლის ლენტეხის სამთო- სათხილამურო პოტენციალს.
ასევე, მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის საკითხებზე.