ლენტეხის მუნიციპალიტეტში თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ცენტრალური და შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები.
თოვლმწმენდის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბერდია ჩანქსელიანი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიადი ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი შესაბამის თემის რწმუნებულებთან ერთად ადგილზე ეცნობიან.
სამუშაოები, როგორც გზების წმენდის მიმართულებით ისე ელექტროენერგიის აღდგენის კუთხით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება იქნება დროული.
+13
სიღრმისეული ანალიზის ნახვა
პოსტის რეკლამირება
ყველა რეაქცია:
37Soso Museliani, Irina Bendeliani და 35 სხვა პიროვნება