თამარ მეფის სკვერში, ლენტეხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა – ,,ოქროს შემოდგომა“ მოეწყო.
დღეს, თამარ მეფის სკვერში, ლენტეხის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით – ,,ოქროს შემოდგომა“ მოეწყო.
გამოფენის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო საშემოდგომო თემატური ნამუშევრები – ფერწერა, გრაფიკა, გობელინი, თექა და ხეზე შესრულებული ნაკეთობები.
გამოფენას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ზვიად ლობჟანიძე და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ხელმძღვანელმა პირებმა ღონისძიების ორგანიზატორს, სამხატვრო სკოლის დირექტორს თამილა ლიპარტელიანს და მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს, მოსწავლეებს კი წარმატებები უსურვეს.