,,ეტალონი-2023”
დაბა ლენტეხში, ეტალონის გუნდური“ ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 40-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიებას, ეტალონის სულისჩამდგმელი და ავტორი -გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
ცოდნის ნამდვილ ზეიმზე,„ლენტეხის ეტალონის გუნდის“ წოდება და პირველი საპრიზო ადგილი, სოფელ ფანაგის საჯარო სკოლამ მოიპოვა, მე-2 ადგილი რცხმელურის, ხოლო მე-3 ადგილი სასაშის საჯარო სკოლებმა დაიკავეს.
ჩემპიონატი, რომელიც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და თანადგომით ჩატარდა , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრის ხელმძღვანელი- ბადრი ქარდავა, პედაგოგები , მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
„ლენტეხის ეტალონის გუნდის წოდებისთვის“ გამართული ღონისძიებაზე, იყო ბევრი სიხარული და გამარჯვების ემოცია.
წარმატებებს ვუსურვებთ, ჩვენს მომავალ თაობას!