ემზარ ონიანის სახელობის სკვერი

✅მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ადგილობრივების თხოვნის საფუძველზე, სოფელ სასაშში ემზარ ონიანის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
????????შესრულებული სამუშაოების ფარგლებში მოეწყო, მონოლითური რკინა-ბეტონის კედელი, გრანიტის ქვის დეკორატიული ღობე, მონოლითური რკინა-ბეტონის კიბეები და პანდუსები, გრანიტის ბორდიურები, ქვაფენილი, განათება, საბავშვო მოედანზე ატრაქციონი, ასფალტო-ბეტონის საფარი, ფანჩატური და ემზარ ონიანის სახელობის მემორიალური ქვა.
✅ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გაზდელიანმა დასრულებული პროექტი მონიტორინგის მიზნით მოინახულეს.
✅334 431 ლარის ღირებულების პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
✅დაგეგმილია და უახლოეს პერიოდში კეთილმოეწყობა ეროვნული გმირის ემზარ ონიანის საფლავიც.