ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

ედიყობა

,,ედიყობა-2022’’- შედგა!
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,, NATIVE GEORGIA” და ,,NOVA hydro myninig”-ის დამფუძნებლის, ვასილ ბაბლუანის მხარდაჭერით ჩოლურის თემში ტრადიციული დღესასწაული,,ედიყობა’’ ჩატარდა.
დღესასწაული დილიდან ედიყის ამაღლების ტაძარში წირვით დაიწყო და სხვადასხვა სპორტული აქტივობებით გაგრძელდა.
შეჯიბრი სპორტის ორ სახეობაში- დოღსა და ფრენბურთში გაიმართა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებითა და სიგელებით.
პირველ ადგილზე გასულ მხედარს საჩუქრად კვიცი ერგო , მეორე ადგილოსანს უნაგირი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 400 ლარიანი სამონადირეო მაღაზიის ვაუჩერი გადაეცა.
ასევე, ფრემბურთში გამარჯვებულებს საჩუქრად ფულადი თანხა გადაეცათ.
სახალხო დღესასწაულზე, სვანური ქუდებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.
კომპანია ,, NATIVE GEORGIA“-მ მოსულ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას სვანური, ტრადიციული ხორცპროდუქტებით უმასპინძლა.
ტრადიციული და სახალხო დღესასწაული ,,ედიყობა“ მომავალში საეკლესიო დღეს-,,ამაღლების“ დღესასწაულზე გაიმართება.