ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

დამცავი გაბიონი

საქართველოს საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, დაბა ლენტეხში ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში დაიწყო, ბეტონის დამცავი კედლის და გაბიონის მშენებლობა.
სამუშაოებს ახორციელებს შპს ,,აპია’’. პროექტით გათვალისწინებულია 321 გრძივ მეტრი და 7 მეტრის სიმაღლის რკინა-ბეტონის კედლის მშენებლობა.
მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ჩანქსელიანი. ,,მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რაიონისათვის მისი რელიეფიდან გამომდინარე. აღნიშნული პროექტის დასრულების შედეგად დაბის მოსახლეობისათვის შეიქმნება უსაფრთხო გარემო.”