დამოუკიდებლობის დღე

???????????????? საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ლოკაციებზე გამართულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში ლენტეხის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ.
???????????????? ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნა განსაკუთრებით მოზარდი თაობისთვის იყო საზეიმო და სასიხარულო, ამიტომაც არ შეუშინდნენ ნისლსა და წვიმას და დილიდან აახმაურეს ქუჩები, სპორტული მოედნები, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები.
???????????????? საზეიმო დილა ლენტეხის N1 და N2 საჯარო სკოლების ბაზაზე არსებულ სპორტულ მოედანზე, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ ინიცირებული, ფესტივალის ხასიათის, საპილოტე რეჟიმში განხორციელებული პროექტით -” საქართველოს თავისუფლების თამაშები” დაიწყო.
???????????????? მერიის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურის და ლენტეხის რესურსცენტრის თანამშრომელთა მიერ ორგანიზებული ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, მისასალმებელ სიტყვებში გამომსვლელებმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის მუდმივად თავისუფლების მოპოვების, მიღწევების და შენარჩუნებისთვის სახელოვანი ბრძოლის ისტორია გაიხსენეს.
???????????????? რაც შეეხება “საქართველოს თავისუფლების თამაშების” სკოლათშორისი სპორტული ღონისძიების ორგანიზებულად, მაღალ დონეზე ჩატარება კი, რესურსცენტრის მეთოდისტის დონარა მუსელიანის დამსახურებაა.
???????????????? სპორტული ღონისძიებების გარდა, გაიმართა კულტურული აქტივობები: ლენტეხის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში მოეწყო სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, აქვე ჩატარდა მოსწავლეთა შეჯიბრი ჭადრაკში, ხოლო, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გამართულ კონცერტში ლენტეხის თვითმოქმედი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, მუსიკალური სკოლის და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
???????????????? ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ, ერთხელ გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!