
საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ყარიშში, დაიწყო გზის მობეტონების სამუშაოები, რომელიც აქტიურ ფაზაშია.

პროექტი, რომლითაც ნახევარკილომეტრიანი სოფლის გზა მობეტონდება, გადაადგილების უსაფრთხოების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი იქნება მოსახლეობისთვის.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბეტონის საფარის ქვედა ფენის სამუშაოები და სანიაღვრე არხების ჩაწყობა.