გზის დამცავი კედლის მშენებლობა
სოფელ გაღმა ლექსურაში ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულების ფაზაშია.
პროექტის ფარგლებში 60 მეტრის სიგრძის ბეტონის კედლის მშენებლობა 141855 ლარია.
ინფრასტრუქტურული სამუშაო ლენტეხის მერის მოადგილე ლევან ჩანქსელიანმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა დემური ლიპარტელიანმა მოინახულეს.
ახალი გზის დამჭერი კედლის მშენებლობა მოსახლეობის დაცვის მიზნით გახდა საჭირო.