ლენტეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს
ამ ეტაპზე სოფლებში: ყარიში, მაცხვარლამეზური, გულიდა, ლასკადურა და ბაბილში მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზაზე ბეტონის საფარის დაგება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 438 888 ლარია.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ხორციელდება, რომელსაც შ.პ.ს ,,ბილტმორი’’ ასრულებს და მომავალ წელს დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე- ლევან ზალკანიანი, რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან- ლევან ცხვედიანთან, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, ბერდია ჩანქსელიანთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ლევან ლიპარტელიანთან ერთად გაეცნო.
პროექტი, რომლითაც 2 320 მეტრზე, შიდა სასოფლო გზების რკინა-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ხორციელდება, გადაადგილების უსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის.
შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.