,,განახლებული რეგიონები”
პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონების’’ ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ჩატარდა თამარ მეფის ქუჩაზე გარე ფასადების რეაბილიტაცია, გამოიცვალა შენობების კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, ტროტუარების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე აქტიურად ხორციელდება ჭავჭავაძის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა, მერის მოადგილემ ბერდია ჩანქსელიანმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან ლიპარტელიანმა.
4-წლიანი პროგრამა, რომელიც 63 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტების და კერძო საკუთრებაში არსებულ მნიშვნელოვან ობიექტის განვითარებას გულისხმობს.