
,,დასრულებულია პირველი ფაზის სამუშაოები ლენტეხში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამა. ქვემო სვანეთში, ლენტეხის ცენტრალური არეალი ყველა თავისი კომპონენტით პასუხობს განახლებას. სამუშაოები მოიცავს მოედანს, სხვადასხვა შენობა-ნაგებობას. მიმდინარეობს კულტურის ცენტრის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართულებით გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, კეთდება სააქტო დარბაზი, გრძელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტების მოწესრიგება, მათ შორის სანიაღვრეების და რეკრეაციული სივრცეების. აღნიშნული პროცესი უკვე მეორე ფაზის სამუშაოების ფარგლებში გრძელდება, რომელიც ასევე შემოდგომაზე დასრულდება,” – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქვემო სვანეთში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.