მიმდინარე წლის 10 აპრილს 12 საათზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში, გაიმართება 2024 წლის ბიუჯეტის ანგარიშის საჯარო მოსმენა. შეხვედრაზე განხილული იქნება ბიუჯეტის შესრულების ძირითადი მუხლები, მიღწეული შედეგები და გამოწვევები.
მოსმენაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს მეტი ინფორმაცია მიიღოს ბიუჯეტის მართვის შესახებ და დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრებები.
თქვენი აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია გამჭვირვალობისა და ეფექტიანი ფინანსური მართვის უზრუნველსაყოფად.