ლენტეხში 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვა გაიმართა
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში საჯარო ფორმატში განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ბიუჯეტის შესრულებისა და მისი ძირითადი პარამეტრების შესახებ დეტალური ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა, ტახუ ჩანქსელიანმა წარადგინა. მან ხაზი გაუსვა წლიური გეგმების განხორციელების შედეგებსა და ფინანსურ მაჩვენებლებს.
მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა მიმართა და ყურადღება გაამახვილა როგორც არსებულ მიღწევებზე, ასევე სამომავლო პრიორიტეტებზე.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაც დამსწრე საზოგადოებას საშუალებას აძლევდა კონკრეტული საკითხების დაზუსტება. მონაწილეთა შეკითხვებს მერის მოადგილე, ზვიად ლობჟანიძე პასუხობდ