,,ბიატლონ სვანეთი-2025”

✅ ⛷️წელს, მეორედ , ქვემო სვანეთში, ,,კურორტ მუაშში”,(ლენტეხში) ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით სამოყვარულო შეჯიბრი ბიატლონში – „ბიატლონ სვანეთი 2025“ გაიმართა.
✅⛷️ ღონისძიების ფარგლებში მოთხილამურეები ერთმანეთს თხილამურებით რბოლასა და ტირის მიზანში სროლაში შეეჯიბრნენ, რადგან ბიატლონი სპორტის სწორედ ამ ორ სახეობას აერთიანებს.
✅⛷️ ტურნირში მონაწილეობა მიიღო ვაჟებისა და გოგონების სამი სხვადასხვა ასაკობრივ გუნდად დაკომპლექტებულმა 35-მა მოყვარულმა სპორტსმენმა.
🥇🥈🥉გამოვლინდნენ როგორც ოქროს, ისე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები, რომლებსაც თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
✅ სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიის მიერ, სამ გამარჯვებულს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე დასწრებისა და ორი ღამით სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმში” განთავსებით ვაუჩერი გადაეცათ.
✅ ასევე, პრიზიორებს სამედიცინო შემოწმება იგივე check up, რათა უკეთესად დაგეგმონ მზადება და გაიუმჯობესონ შედეგები VALD – ის მაღალტექნოლოგიური სატესტო სისტემების მეშვეობით.
🏔️⛷️,,კურორტი მუაში” გამორჩეულია თავისი უნიკალური წყლებითა და ულამაზესი ბუნებით. მას წლების განმავლობაში დაკარგული ჰქონდა თავისი ძველი იერსახე, რადგან ინფრასტრუქტურა იყო სრულად განადგურებული. კურორტის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივებისა და მთლიანად მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ერთნაირად მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის“ – ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი.