ახალი წლის ზეიმი

🎄საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ლენტეხში  საახალწლო კონცერტი გაიმართა.
🎑მთელი დღის განმავლობაში ლენტეხის ცენტრში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ჩატარდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი.
🎅მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
🎄ადგილობრივებთან ერთად საღამოს მაყურებლის წინაშე ჯგუფი ,,რანინა’’ და ,,რეზო და ბავშვები’’ წარსდგნენ.
🌟ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
🎑გალა კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.