ახალი სასწავლო წელი
მ ე გ ო ბ რ ე ბ ო,
ლეტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, დღეს, ახალი სასწავლო წელი დაიწყება. დღევანდელი დღე, 16 სექტემბერი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და ჩვენი საზოგადოების ყველა წევრისთვის.
ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო, გილოცავთ , ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
ბავშვებო, თქვენ ხართ ჩვენი მომავალი და თქვენი ყოველი ნაბიჯი ცოდნისკენ უნდა იყოს მიმართული, რომელიც დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, ჩვენი კუთხისა და ამავდროულად, ქვეყნის საკეთილდღეოდ. მჯერა, ეს წელი ,თქვენთვის ახალი მიღწევებისა და უნარების აღმოჩენის წელი იქნება! ვიცი, წინ გელით , საინტერესო გაკვეთილები და ბევრი წარმატებული წამი.
პატივცემულო პედაგოგებო, ჩვენი მომავლის შემქმნელებო, თქვენი დაუღალავი შრომა , პროფესიონალიზმი, ერთგულება და თავდადება , განათლების სფეროში, ის უდიდესი ძალაა, რომელიც განაპირობებს ჩვენი შვილების წინსვლასა და სწორ გზაზე დაყენებას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, სკოლის დაწყებას, გისურვებთ ყველას წარმატებებს, შემოქმედებითობასა და
დაუღალავ სწრაფვას უკეთესობისკენ.სიახლეებითა და აღმოჩენებით სავსე წელს!
ბედნიერი,ნაყოფიერი ახალი სასწავლო წელი!