ახალი ელექტრონული სერვისი
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ინიციატივით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისის ერთიანი პლატფორმა ინერგება.
ლენტეხის მუნიციპალიტეტი – პროექტში ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება’’ ჩაერთო.
მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ანალიტიკოსი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერს და მერიის სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა. დაგეგმილია პროექტის დანერგვის ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, რომელიც ელექტრონული სისტემის შესწავლას და რეალურ რეჟიმში გაშვებას ითვალისწინებს. სწავლებას ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ბიზნეს ანალიტიკოსები მარიამ გოშაძე და ირმა სიხარულიძე ახორციელებენ.
პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო მმართველობის უფრო გამართულ მუშაობას და მოქალაქეთა მომსახურეობაზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას.