ანა ლაშხელი-ონიანი

✔დაბა ლენტეხში, კულტურის სახლის გარე ფასადს ამშვენებს ქართველი მწერლის,
ქველმოქმედისა და პოეტის ,ანა ლაშხელი ონიანის ლექსი ,,სვანეთს’’. რომლის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
✔ანა ლაშხელი ონიანი 1986 წლის 31 მარტს სვანეთში დაიბადა. სოფელ ჟახუნდერში მისი სახლია, მისი ჯიში და გენი. ,,არსად ცა ისეთი მაღალი არაა, როგორც სვანეთში, ლაშხეთში.
✔ეს არის ჩემი ბავშვობა, ჩემი მშობლები, ნათესავები, მეგობრები, საუკეთესო წლები, პირველი ნაბიჯები,პირველი შეხება კალამთან, ბევრი გათენებული ღამე, ოცნებებით სავსე ჩემი ბაბუას სახლი.
✔იმერეთს რომ გავცდები, სხვანაირი განწყობა მოდის, მინდა, ბევრი ვისუნთქო ჰაერი…,,ხარბადა’’.-ასეთი სიყვარულით წერდა მწერალი სვანეთში გატარებულ წლებზე.
✔დღეს, ანას თაყვანისმცემლებმა და ადგილობრივებმა პატივი მიაგეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს, უდროოდ წასული მწერლის შემოქმედება. ისაუბრეს მისი მოღვაწეობის შესახებ.
✔ღონისძიება, რომელსაც ახალგაზრდული სახლის დირექტორი, ლუიზა ხვადაგიანი უძღვებოდა, თბილ და სასიამოვნო გარემოში ჩატარდა.
✔წაიკითხეს ლექსები, ჩანახატები, ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ერთმანეთს თბილი მოგონებები გაუზიარეს. თითოეული გამომსვლელის მიზანი იყო, მსმენელამდე მიეტანა ანას კეთილი სული, ემოცია, განცდა.
✔პოეტისა და პროზაიკოსის, ანა ლაშხელი ონიანის სახელი დროის გასვლასთან ერთად, უფრო დიდი გახდება.
✔ღონისძიებას, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი, მწერლის ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
პროექტი ,,ლექსი კედელზე”-ავტორია შალვა კამლაძე.