ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ალილო-მსვლელობა მოეწყო.
ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დამთავრების შემდეგ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც სასულიერო პირები, სტიქაროსნები და მრევლი მონაწილეობდა.
მსვლელობას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი,მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი შეუერთდნენ, ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცეს.
შემოწირული ტკბილეული და სხვა საჩუქრები სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემა.