ათონის ღვთისმშობლის ხატი ლენტეხში
წუხელ, ათონის მთიდან, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ჩამოაბრძანეს და ლენტეხში დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში დააბრძანეს.
სადაც, დღეს, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ სამეუფეო წირვა აღავლინა.
წირვას, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენები ესწრებოდნენ.
ათონის მთიდან ხატის გადმობრძანება ლენტეხელმა ქველმოქმედმა და მეცენატმა გოგი ლიპარტელიანმა უზრუნველყო.