ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისა და გაერთიანებული ბაგა-ბაღების ერთობლივი ძალისხმევით, გრძელდება კორონა ვირუსის საწინააღმდეგო სადეზინფექციო სამუშაოები.

დეზინფექცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტში არსებულ  ყველა ბაგა-ბაღს.  სპეციალური სითხით დამუშავდა, როგორც სააღმზრდელო ოთახები, ასევე, სველი წერტილები, სამზარეულო ბლოკები, საწყობები და ღია ბლოკები.

გრიპის ვირუსის გამო, სკოლებსა და ბაღებში არდადეგები გახანგრძლივდა 1 აპრილამდე.

სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება, სხვა საჯარო დაწესებულებებში და თავშეყრის ადგილებში.