ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა, მერიის თანამშრომელთა გაერთიანებული თათბირი, დედებისთვის, დედის დღის მილოცვით დაიწყო და ბედნიერი დედობა უსურვა.
მერმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და დაგეგმილი სამუშაოების ეფექტურად განხორციელებასთან დაკავშირებული მითითებები გასცა. ,,2019 წელს, მოსახლეობაზე ორიენტირებული, მრავალი პროექტი განხორციელდა. წელს კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის აღმავლობისა და კეთილდღეობისთვის, რასაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ.“- აღნიშნა ბადრი ლიპარტელიანმა