ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი უძღვებოდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. საკრებულოს სხდომას მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი ესწრებოდა.
 სხდომაზე, დეპუტატებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების გეგმა - პროგრამები განიხილეს და დაამტკიცეს.
 ა(ა)იპ ლენტეხის ჯ. მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრი (დირ. -
მაყვალა გაზდელიანი)
 ა(ა)იპ ლენტეხის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანება (დირ. ბესო
გაზდელიანი)
 ა(ა)იპ ლენტეხის საბიბლიოთეკო გაერთიანება ( დირ. ეთერ მეშველიანი)

 ა(ა)იპ ლენტეხის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ( დირ.
ლამზირა გუგავა)
 ა(ა)იპ ლენტეხის ო. ლიპარტელიანის სახელობის ოლიმპიური ცენტრი (
დირ. ელდარ ლიპარტელიანი)
 ა(ა)იპ ლენტეხის სასპორტო სკოლების გაერთიანება ( დირ. ზაქრო
ხვისტანი)
 ა(ა)იპ ლენტეხის ტურიზმის განვითარების ცენტრი „ლაილა“ ( დირ. ბესო
ჩანქსელიანი)
 ა(ა)იპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ფერმერული მომსახურების სერვის -
ცენტრი ( დირ. მანიჟა ბენდელიანი)
 ა(ა)იპ ლენტეხის „საზოგადოებრივი - ეპიდემიოლოგიური“
ზედამხედველობის სამსახური ( დირ. ცირა ლიპარტელიანი)
საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი გაზდელიანმა, ა(ა)იპ ლენტეხის სასპორტო სკოლების გაერთიანების დირექტორს, ზაქრო ხვისტანს, დიდი მადლობა გადაუხადა მისი სკოლის აღსაზრდელების მიერ, სპორტში მიღწეული წარმატებებისთვის, იმ დიდი მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის, რასაც ბატონი ზაქრო იჩენს მწვრთნელებისა და ნორჩი სპორტსმენების დასახმარებლად.
 ლენტეხის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსის, ტახუ ჩანქსელიანის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, ლენტეხის მუნიციპალიტეტის, 2020 წლის ბიუჯეტში კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხის გადატანის შესახებ, ასევე, ინფორმაციას, „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, საკრებულოს 2019 წლის 30 დეკემბრის, N 28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საკრებულოს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ტახუ ჩანქსელიანმა, სხდომას წარუდგინა დასამტკიცებლად ინფორმაცია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის , 2020 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთის, 579.671 ლარის განაწილების შესახებ. საკრებულოს სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება, ნაშთი შემდეგნაირად გადანაწილდეს:
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოები (სკვერები და ფასადები)
146. 147.71
 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-
შენახვა ( გზები, ხიდები)- 132,800,88
 წყლის სისტემის რეაბილიტაცია - 11,219.51
 საპროექტო - სამშენებლო სამუშაოების ტექ. დოკუმენტაციის შედგენა და
საზედამხედველო მომსახურება - 160,455
 სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა -
რეაბილიტაცია- 19,931,06
 მუნიციპალიტეტის მერიის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურეობა-
81,117,32
 ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანება - 22,000
 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოც. დახმარება - 6,000.
იურიდიული განყოფილების უფროსმა, ნატო გუგავამ, საკრებულოს დეპუტატებს წარუდგინა ინფორმაცია, არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის, სვანეთის’’ დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ - „ შან - ლენდი“-ს დაფუძნების თაობაზე.
ვინაიდან ზემო და ქვემო სვანეთი, ტურისტული თვალსაზრისით, მოიაზრება ერთ რეგიონად და ამასთანავე, ევროკავშირის NPARD – ის, მესამე ფაზის ფარგლებში, ზემოთ აღნიშნული რეგიონი, სხვა მაღალმთიან რეგიონებთან ერთად, მოხვდა საგრანტო დაფინანსებაში, რომელსაც არ ექნება ერთჯერადი ხასიათი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა, დააფუძნოს ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების „ სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია“, რაც ხელს შეუწყობს ორივე მუნიციპალიტეტის განვითარებას ტურისტული მიმართულებით. საკრებულოს დეპუტატებმა წარმოდგენილი წინადადება ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წინადადებას, სოფ. ჭველიერში და სოფ. ხელედში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, აგრეთვე, სოფ. ნანარში მცხოვრები, ვანო ქურასბედიანისთვის ( საოპერაციოდ) ფინანსური დახმარების გაწევაზე.
სხდომის წევრებმა სხვადასხვა საკითხებიც განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს.