ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, რცხმელურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლების მოსახლეობას შეხვდა.
ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:
 გვიმბრალა - ნაპირსამაგრი სამუშაოები.
 ყვედრეში - ხიდის რეაბილიტაცია.
 ნაღომარი, რცხმელური და ლაღარვაში - შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში 594 000 ლარი დაიხარჯება. მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებები 10 თებერვალს დაიწყო და 18 თებერვალს დასრულდება.