ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

11 თებერვალს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთო კრებები გაიმართა ლაშხეთის თემის სოფლებში.
სოფ. ლეკოსანდის, ჩუკულისა და ხერიის მოსახლეობამ, პრიორიტეტად, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დაასახელა.
სოფ. მებეცში და ლემზაგორში, კუთვნილი თანხებით, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა გადაწყვიტეს.
სოფ. ლამფალაშის მოსახლეობა, 10 000 ლარს გარე განათების მოწყობაში დახარჯავს.
 ლაშხეთის თემში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.

#სოფლისკრებალაშხეთი
#ლენტეხი2020