ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები დაიწყო.10 თებერვალს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლექსურის, გულიდის, მელურის, ლასკადურის, ბაბილის, მაცხვარლამეზურის, ყარიშის, კახურის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.
 სოფ. ლექსურის მოსახლეობამ, პრიორიტეტად, მთა ზაინაკარისკენ მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასახელა.
 მაცხვარლამეზურში, გულიდაში და მელურაში შიდა სასოფლო გზებს მოაწესრიგებენ.
 ძველი წისქვილის აღდგენა გადაწყვიტა სოფ. ბაბილის მოსახლეობამ. ლასკადურასა და ყარიშში ადგილობრივმა მოსახლეობამ, პრიორიტეტად, გარე განათების მოწყობა განსაზღვრა.
 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში შეხვედრები 10 თებერვალს დაიწყო და 18 თებერვლამდე გაგრძელდება