ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი

დაბა ლენტეხის საბავშვო ბაღში, საშემოდგომო ღონისძიება, სახელწოდებით, „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა. ლამაზი დეკორაციები, შემოდგომის ნობათის სიუხვე, ოქროსფერი, ხმელი ფოთლები შემოდგომის იდილიას ქმნიდა ირგვლივ. აქვე იყო პატარა აღსაზრდელების მიერ საშემოდგომო თემაზე შესრულებული ნახატების გამოფენა. ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა, ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით გააცილეს „ოქროსფერი შემოდგომა“.
შემოდგომის ზეიმს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.