ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია

ხანძარი ლენტეხის მუნიციპალიტეტში,სოფელ ყვედრეშის მიმდებარე ტერიტორიაზე,ტყის მასივს გვიან ღამით გაუჩნდა.

ადგილზე ოპერატიულად მობილიზებული იქნა ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

მთელი ღამის მანძილზე მათი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად მოხდა ცეცხლის ლოკალიზება.

ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში,უშუალოდ ჩართული იყო მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი.

სამუშაოები დილიდან განახლდა და ცეცხლის სრული ლიკვიდაცია,სავარაუდოდ,დღის მეორე ნახევარში მოხდება.