სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

➡️ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს, დილიდან განახლდა. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა სოფ. დურაშის ხიდის ბურჯის გასამაგრებლად.

➡️სტიქიის ზონაში იმყოფება და სამუშაოებს ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი , მოადგილესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად.